ავტორიზაცია
ზოგიერთი ფუძე ბუნების ქირალური სამკურნალწამლო საშუალების ენანტიომერების მიგრაციის რიგის შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორად ციკლოდექსტრინების გამოყენებით
ავტორი: ელენე ტატუნაშვილითანაავტორები: ბეჟან ჭანკვეტაძე, ლალი ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: ციკლოდექსტრინი, ტერბუტალინი, იზოქსსუპრინი, ბუტოქსამინი, კლენპენტეროლი, კაპილარული ელექტროფორეზი, ენანტიომერები
ანოტაცია:
ზოგიერთი ფუძე ბუნების ქირალური სამკურნალწამლო საშუალების ენანტიომერების მიგრაციის რიგის შესწავლა კაპილარულ ელექტროფორეზში ქირალურ სელექტორად ციკლოდექსტრინების გამოყენებით ელენე ტატუნაშვილი, ლალი ჭანკვეტაძე, ბეჟან ჭანკვეტაძე ელ-ფოსტა: elene.tatunashvili535@ens.tsu.edu.ge ქიმიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.1 ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა რამდენიმე ფუძე ბუნების მქონე ქირალური სამკურნალწამლო საშუალების, კერძოდ: იზოქსსუპრინის, ტერბუტალინის, კლენპენტეროლის, ბუტოქსამინის ენანტიომერების დაყოფა β-ციკლოდექსტრინი, ჰეპტაკის(2-3-დიაცეტილ ) β-ციკლოდექსტრინი, ჰეპტაკის(2-3-დიაცეტილ-6-სულფო ) β-ციკლოდექსტრინი,, ჰეპტაკის(2-6-დიმეთილ ) β-ციკლოდექსტრინი, და ჰეპტაკის(2-3-6-ტრიმეთილ ) β-ციკლოდექსტრინით. აღმოჩნდა, რომ ქირალურ სელექტორად ჰეპტაკის(2-3-დიაცეტილ ) β-ციკლოდექსტრინის გამოყენების შემთხვევაში შეიცვალა ენანტიომერების მიგრაციის რიგი β-ციკლოდექსტრინთან შედარებით, მაშინ, როდესაც ტერბუტალინის, კლენპენტეროლის, ბუტოქსამინის ენენტიომერების მიგრაციის რიგი ერთი და იგივე იყო ქირალურ სელექტორებად ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე ციკლოდექსტრინის გამოყენების შემთხვევაში.