ka | en
Company Slogan TODO

გვარ Rosa L.-ს (Fam. Rosaceae) სექცია Caninae DC. სახეობები საქართველოს ფლორაში

ავტორი: ნანა ბარნაველი
საკვანძო სიტყვები: სექცია Caninae DC., გვარი Rosa L., მტვრიანების ფერტილურობა, ჰიბრიდი, მცენარის ჯუჯა ფორმები, კარიოტიპი
ანოტაცია:

გვარ Rosa L. (Rosaceae)-ს სექცია Caninae საქართველოს ტერიტორიაზზე 23 სახეობითაა წარმოდგენილი. ამათგან 5 საქართველოს, ხოლო 8 კავკასიის ენდემს წარმოადგენს. ასევე ცნობილია, რომ სექციის ფარგლებში მცენარეებს ახასიათებთ პოლიმორფიზმი, ჩვეულებრივი მოვლენაა სახეობათაშორისი ჰიბრიდიზაციაც. კვლევის ამ ეტაპზე მოვახდინეთ აღნიშნული სექციის სახეობების გეოგრაფიულ-სისტემატიკური ანალიზი, აგრეთვე ვიკვლევდით მტვრის მარცვლების ფერტილურობა/სტერილურობას შეგროვებული და საჰერბარიუმო მასალის მიხედვით. ჰიბრიდიზაცია ხდება არა მხოლოდ აღნიშნულ სექციაში შემავალ მცენარეებს შორის, არამედ სხვა სექციების წარმომადგენლებთან (განსაკუთრებით ბევრია R. canina-ს და R. corymbifera-ს ჰიბრიდები); აღმოჩნდა, რომ ჰიბრიდული სახეობები ჰგავს ერთ-ერთ მშობელს, ან ახასიათებთ ახალი მორფოლოგიური ნიშნების კომბინაცია. ინტერესს იწვევს ჯუჯა ფორმების არსებობა, რომლის წარმოქმნას ზოგიერთი მეცნიერი ჰიბრიდიზაციას უკავშირებს. კვლევის შემდგომ ეტაპზე შესწავლილი იქნება ჩვენს მიერ ჰიბრიდებად მიჩნეული სახეობების კარიოტიპი; მიზნად ვისახავთ გენეტიკური კვლვების ჩატარებას, რომელიც დაგვეხმარება ამ სექციის ფილოგენიის დაზუსტებაში.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com