ka | en
Company Slogan TODO

კულონური მინარევის ზეგავლენა ელიფსოიდური ფორმის პოტენციალურ ველში ჩაჭერილი ნაწილაკისგან შემდგარი სისტემის ოპტიკურ თვისებებზე

ავტორი: ზაალ მაჭავარიანი
საკვანძო სიტყვები: კვანტური წერტილი, დიპოლური გადასვლა, პოტენციური ორმო
ანოტაცია:

შესწავლილი იქნა კულონური მინარევის ზეგავლენა ელიფსოიდური ფორმის კვანტური წერტილების ელექტრონულ და ოპტიკურ თვისებებზე. ამ მიზნით ჩვენ გამოვითვალეთ ელიფსოიდური ფორმის კვანტურ წერტილში ჩაჭერილი ელექტრონის მდგომარეობების საკუთარი ფუნქციები და საკუთარი მნიშვნელობები კულონური მინარევის არსებობის შემთხვევაში. ჩვენ განვიხილეთ z ღერძის ირგვლივ როტაციული სიმეტრიის მქონე ელიფსოიდური ფორმის კვანტურ წერტილები, რომელთათვისაც a და c წარმოადგენენ ელიფსის ნახევარღეძებს შესაბამისად x-y და z მიმართულებით. ჩვენს შემთხვევაში ჩამჭერ პოტენციალად აღებულია უსასრულო კედელებიანი პოტენციური ორმო. აღნიშნული მოდელი სამართლიანია შედარებით დიდი მოცულობის კვანტური წერტილებისთვის ან ისეთი წერტილებისთვის, რომელთაც საზღვარზე გააჩნიათ შედარებით განიერი აკრძალული ენერგეტიკული ზონა. ცვლადის გარდაქმნის სტანდარტული მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია ელიფსოიდის გადაყვანა იგივე მოცულობის მქონე r0 რადიუსის მქონე სფეროში. ამით ელიფსოიდურ პოტენციალში მუხტის მატარებლების მოძრაობის ამოცანა დაიყვანება მათი სფეროს შიგნით ეფექტურ პოტენციალში მოძრაობის ამოცანაზე. ოპტიკური გადასვლების მატრიცული ელემენტები გამოთვილი იქნა როგორც z ღერძის გასწვრივ წრფივად პოლარიზებული ასევე x-y სიბრტყეში წრიულად პოლარიზებული გამოსხივებებისათვის, რომლებიც შეესაბამება აღგზნებული მდგომარეობებიდან სისტემის ძირითად მდგომარეობაში გადასვლებს. შეშფოთების თეორიის ფარგლებში გამოთვლილი იქნა დიპოლური ისევე როგორც იმპულსის მატრიცული ელემენტები.


მიმაგრებული ფაილები:

Coulomb Impurity Effects on Optical Properties of the System Trapped in Ellipsoidal Confinement Potential [en]
კულონური მინარევის ზეგავლენა ელიფსოიდური ფორმის პოტენციალურ ველში ჩაჭერილი ნაწილაკისგან შემდგარი სისტემის ოპტიკურ თვისებებზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com