ka | en
ავტორიზაცია
კოშის ამოცანის კორექტულობა ერთი კლასის ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებისათვის
ავტორი: ნათია გიგაურითანაავტორები: თამაზ თადუმაძე
ანოტაცია:
არაწრფივი ფუნქციონალურ-დიფერენციალური განტოლებებისათვის განაწილებული და თავმოყრილი დაგვიანებით დამტკიცებულია თეორემები კოშის ამოცანის ამონახსნის საწყისი მონაცემებისა და განტოლების მარჯვენა მხარის შეშფოთებებზე უწყვეტად დამოკიდებულების შესახებ (კოშის ამოცანის კორექტულობა). საწყისი მონაცემების ქვეშ იგულისხმება საწყისი მომენტის, დაგვიანების პარამეტრებისა და საწყისი ფუნქციის ერთობლიობა. განტოლების მარჯვენა მხარის შეშფოთება მცირეა ინტეგრალური აზრით, ხოლო საწყისი მონაცემების შეშფოთება მცირეა სტანდარტული ნორმით.