ავტორიზაცია
ჩვენი გამოკვლევები ქირალობის, ქირალური გამოცნობის მექანიზმებისა და ენანტიომერების დაყოფის შესახებ 2015 წლის განმავლობაში
ავტორი: ბეჟან ჭანკვეტაძესაკვანძო სიტყვები: ქირალობა, ქირალური გამოცნობის მექანიზმები, ენანტიომერების დაყოფა
ანოტაცია:
წინამდებარე მოხსენებაში შეჯამებული იქნება ჩვენი ჯგუფის მიერ 2015 წლის განმავლობაში განხორციელებული გამოკვლევების ის ნაწილი, რომელიც გამოქვეყნდა ან მიღებულია გამოსაქვეყნებლად იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში. ეს კვლევები ძირითადად ეხება ქირალობას, ქირალური გამოცნობის მექანიზმებს და ენანტიომერების დაყოფას სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით. გამოკვლევების ერთ ჯგუფში შესწავლილია სხვადასხვა კლასის ქირალური ნაერთების ენანტიომერების დაყოფა პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების გამოყენებით მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში [2, 3, 6]. ნაშრომთა ამ სერიაში განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული ენანტიომერების ელუირების რიგზე. გამოკვლევების მეორე ჯგუფი ეძღვნება ენანტიომერების დაყოფას კაპილარულ ელექტროფორეზსა [1] და ელექტროქრომატო-გრაფიაში [8]. ნაშრომების კიდევ ერთი ჯგუფი ეხება ანტიკანცეროგენული თვისებების მქონე ქირალური ბუნებრივი პოლიეთერის სინთეზური ანალოგის მიღებას [4] მისი შესაძლო მონომერების სტერეოქიმიურ დახასიათებას [7]. ჩატარებული იქნა აგრეთვე გამოკვლევები პირველი ქირალური მიკროჩიპის შექმნისა და გამოყენების მიმართულებით ენანტიომერების ზესწრაფი დაყოფების მიზნით [5], ისევე როგორც იმობილიზებული პოლისაქარიდული ქირალური სელექტორების კვლევის მიმართულებით [9].
მიმაგრებული ფაილები:
Abstract_GEO [ka]Abstract_ENG [en]