ka | en
Company Slogan TODO

ანტიბიოტიკორეზისტენტობის ფენომენი და მისი ევოლუციური თავისებურებანი

ავტორი: ირაკლი ჯანაშია
საკვანძო სიტყვები: ანტიბიოტიკო რეზისტენტობა, ბაქტერია
ანოტაცია:

ანტიბიოტიკო რეზისტენტობა (ა.რ.) გლობალური მნიშვნელობის საფრთხეა, ამ ფენომენის უარყოფითი გავლენა ყველა ტიპის ფარმაცევტული ანტიბიოტიკების გამოყენების ეფექტურობაზეა ასახული. ა.რ - ის განმაპირობებელი გენების წარმოშობის ცოდნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რამდენადაც პათოგენური ბაქტერიების მიერ ა.რ - ის შეძენის მექანიზმები მრავალფეროვანია. ა. რ - ის ფენომენის გავრცელების ძირითად ეტიოლოგიურ წინაპირობებად ერთის მხრივ ანთროპოგენური ფაქტორებით პროვოცირებული სწრაფი ევოლუციური პროცესები და მეორეს მხრივ ბუნებრივად არსებული ,,ანტიკური“ ა.რ -ის განმაპირობებელი გენეტიკური მასალის მიკროორგანიზმებს შორის გაცვლა ითვლებიან. ა.რ შესაძლოა მრავალი ტიპის გენით იყოს კოდირებული, რომელთა მობილური ფორმებიც ხშირად ბაქტერიებს შორის გაცვლის ობიექტიც კი ხდება. მოლეკულური ბიოლოგიის თანამედროვე ბერკეტების დახმარებით ა.რ - ის მექანიზმების უფრო ღრმა შესწავლა გახდა შესაძლებელი, ასევე გაიზარდა ცოდნა რეზისტენტობის განმაპირობებელი გენების ევოლუციისა და გავრცელების გზებზე. წარმოდგენილ ნაშრომში ა.რ - ის მექანიზმებს, რეზისტენტობის განმაპირობებელი ევოლუციური ცვლილებებისა და გარემოში გავრცელების გზებია განხილული.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com