ka | en
Company Slogan TODO

მესტიის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური პრობლემები და მოსახლეობა

ავტორი: მარიამ ელიზბარაშვილი
თანაავტორები: თამარ ხარძიანი, კახაბერ ბილაშვილი, თენგიზ გორდეზიანი, თეა მუკბანიანი, თამარ ხუნწელია, მარიამ სიჭინავა, მარიამ გაგოშაშვილი, მარიკა ბასილაძე, ნათია ქვრივიშვილი
საკვანძო სიტყვები: ეკოლოგიური პრობლემები, მთიანი რეგიონი, მოსახელობის დამოკიდებულება
ანოტაცია:

მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარება გლობალური პრიორიტეტია. როგორც მთიანი ქვეყანა საქართველო მიისწრაფის მთიანი რეგიონების მდგარდი განვითარებისაკენ, რაც შესაბამის კანონებშიც აისახება. მდგრადი განვითარება თანაბრად გულისხმობს როგორც გარემოს, ისე ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული გარემოს გაუმჯობესებას. ამგვარად მდგრადი განვითარების უმნიშვნელოვანესი ასპექტია მოსახლეობის მოთხოვნილების გაააზრება და მათი უშუალო გათვალისწინება განვთარების გეგმის შედგენისას. ამგვარი გამოწვევების მიმართ განსაკუთრებით მოუმზადებელნი არიან განვითარებადი ქვეყნები, რისი ერთ ერთი ძირითადი მიზეზი ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა და მოსახლეობას შორის ინფორმაციის გაცვლის, ახლო კონტაქტის არ არსებობაა. აქედან გამომდინარე მეტად მნიშვენლოვანი და აქტუალურია მთიანი რეგიონების მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ეკოლოგიური პრობლემების მიმართ, მათი მოსაზრებების წრამოჩენა/განალიზება მათი განვითარების ტენდეციებში გატარების ხელშეწყობისათვის. ჩვენი კვლევის მიზანი იყო საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო მთიანი რეგიონის - მესტიის მუნიციპალიტეტის, ზემო სვანეთის მოსახლეობის მოსაზრების გამოკვლევა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემის მიმართ რეგიონის განვითარების კონტექსტში. ანკეტური გამოკითხვის შედეგების სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგნდა მოსახლეობის აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემები, როგორც მთლიანად მუნიციპალიტეტში ასევე თვითეულ თემში. მიღებული შედეგები უმნიშვნელოვანესია როგორც რეგიონის მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშვებისთვის და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვისთვის ასევე მსოფლიოსათვის როგორც ერთ ერთი მაგალითი მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების.


მიმაგრებული ფაილები:

Ecological Problems and Population in Mestia Municipality [en]
მესტიის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური პრობლემები და მოსახლეობა [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com