ka | en
Company Slogan TODO

ნუკლონ-ნუკლონური გაბნევის შესწავლა იულიხის ANKE/COSYდანადგარზე

ავტორი: მირიან ტაბიძე
თანაავტორები: ნოდარ ლომიძე, გიორგი მაჭარაშვილი, მიხეილ ნიორაძე
საკვანძო სიტყვები: ნუკლონი, სპინი, პოლარიზაცია
ანოტაცია:

ნუკლონ-ნუკლონურ ურთიერთქმედებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ბირთვულ ფიზიკაში, რადგან განსაზღვრავს მატერიის აგებულებას. გარდა იმისა, რომ მას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ბირთვული ძალების და ზოგადად ძლიერი ურთიერთქმედების შესწავლაში, NN ურთიერთქმედების ექსპერიმენტული მონაცემები აუცილებელია შუალედურ ენერგიებზე მეზონების დაბადებისა და სხვა ბირთვული რეაქციების აღმწერი მოდელებისათვის. NN ურთიერთქმედების სრულყოფილი კვლევა საჭიროებს ნუკლონების დრეკადი გაბნევის ზუსტ ექსპერიმენტულ მონაცემებს, რომელთა ბაზაზეც ფაზური ანალიზის (PSA) საშუალებით ფიქსირებული გაბნევის კუთხეებზე შესაძლებელია გაბნევის ამპლიტუდების აღდგენა. მონაცემთა სრული კრებულის მისაღებად კი აუცილებელია პოლარიზებული ნაკადებისა და სამიზნეების გამოყენება და საბოლოო მდგომარეობაში ერთ-ერთი ნუკლონის პოლარიზაციის განსაზღვრა. ნუკლონ-ნუკლონური ურთიერთქმედების სრულყოფილი კვლევების წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელია სხვადასხვა სამეცნიერო ცენტრების საერთო ძალისხმევის მიმართვა ამ პრობლემის გადასაჭრელად მათ ხელთ არსებული ექსპერიმენტული დანადგარების გამოყენებით. ექსპერიმენტები ჩატარდა იულიხის COSY სინქროტრონზე ANKE სპექტრომეტრის გამოყენებით. ექსპერიმენტების ჩატარება მოტივირებული იყო ინ ფაქტით, რომ 1 გევ-ზე ზემოთ მასათა ცენტრის სისტემაში მცირე კუთხეებზე (35o ქვემოთ) ექსპერიმენტული მონაცამები პრაქტიკულად არ არსებობს. შემდეგი შედეგები იქნა მიღებული: 1. ერთ გევზე ზემოთ პირველად გაიზომა pp დრეკადი გაბნევის დიფერენციალური კვეთა 1.0-2.8 გევ ენერგიის ინეტრვალში 8 ენერგიაზე და ანალიზირების უნარი (796 მევ და 1.6-2.4 გევ ენერგიის ინტერვალში 5 ენერგიაზე. ახალი მონაცემები კარგ თანხვედრაშია არსებულ ექსპერიმენტულ გაზომვებთან. ამ მონაცემებმა მნიშვნელოვნი წვლილი შეიტანა პარციალურ-ტალღურ ანალიზში, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა SAID მონაცამების აღწერა. ცვლილება გასაკუთრებით შეეხო მაღალ ენერგიებზე PWA ამონახსნებში 1S0 და 1D2 ტალღების წვლილს. 2. d(pol)p(pol){pp}sn გადამუხტვის რეაქციაში დამცემი დეიტრონის 726 მევ ენერგიაზე პირველად გაიზომა ანალიზირების უნარები და სპინური კორელაციის კოეფიციენტები, რომლებიც კარგ თანხვედრაშია იმპულსურ მიახლოებაში შესრულებულ PWA დათვლებთან. მცირე აღგზნების Epp ენერგიაზე 1S0 მდგომარეობა დომინირებს, დიდი აღგზნების ენერგიაზე კი P და უფრო მაღალი ტალღების წვლილი მნიშვნელოვანი ხდება და საჭიროა გადაცემულ იმპულსსა და დიპროტონში ფარდობით იმპულსს შორის კუთხეზე დამოკიდებულების გათვალისწინება. 3. pd(pol)n{pp}s გადამუხტვის რეაქციაში დამცემი პროტონის 600 მევ ენერგიაზე პირველად გაიზომა ვექტორული Ay და ტენზორული Ayy ანალიზირების უნარები, რომლებიც კარგ თანხვედრაშია როგორც d(pol)p{pp}sn 1200 მევზე გაზომილ იმავე პოლარიზაციულ მახასიათებლებთან, ისევე np გაბნევის ამპლიტუდის გამოყენებით იმპულსურ მიახლოებაში შესრულებულ SAID გამოთვლებთან.


მიმაგრებული ფაილები:

annotation [en]
ანოტაცია [ka]
პრეზენტაცია [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com