ka | en
Company Slogan TODO

N-გლუკოზიდები და მათი წარმოებულების სინთეზი

ავტორი: ნელი სიდამონიძე
თანაავტორები: რამაზ გახოკიძე, რუსუდანვარდიაშვილი, მაია ნუცუბიძე
საკვანძო სიტყვები: N-გლუკოზიდი, კაპროლაქტამი, პიროლიდონი, პ-ტოლუიდინი
ანოტაცია:

N-გლუკოზიდები და მათი წარმოებულების სინთეზი ნელი სიდამონიძეა, რამაზ გახოკიძებ, რუსუდან ვარდიაშვილიბ, მაია ნუცუბიძებ ელ-ფოსტა: neli.sidamonidze@tsu.ge ქიმიის დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი.ჭავჭავაძის პრ. 3. 0179 ახალი, ბიოლოგიურად და ფარმაკოლოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზის მიზნით, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სხვადასხვა ტიპის ორგანული ნაერთების ნახშირწყლებით მოდიფიკაციას. ბიოლოგიურად აქტიური ორგანული ნაერთების მოდიფიკაციისათვის გლიკოზიდების გამოყენებამ შეიძლება შეცვალოს ერთის მხრივ მათი ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური მოქმედება, ხოლო მეორეს მხრივ – შეამციროს მათი ტოქსიკურობა [1,2] სამუშაოს მიზანს წარმოადგენდა N -გლუკოზიდების სინთეზი და მათი ბაქტე-რიოციდული აქტივობის შესწავლა. N-ნიტროზოგლუკოზილამინის სინთეზის მიზნით საწყის ნაერთად აღებულ იქნა D-გლუკოზის კონდენსაციის პროდუქტი პ-ტოლუიდინთან - N-p-ტოლილ-β–D–გლუკოპირანოზილამინი. სინთეზირებული ნაერთის ნიტროზირებით ნატრიუმის ნიტრიტით მიღებულ იქნა შესაბამისი ნიტროზოწარმოებულები (I). აცეტობრომგლუკოზის კონდენსაციით ε-კაპროლაქტამთან და α-პიროლიდონთან და აცეტილის ჯგუფის მოხსნით სინთეზირებულია β-D-გლუკოპირანოზილკაპროლაქტამი (II) β-D-გლუკოპირანოზილპიროლიდონი (III). სინთეზირებული ნაერთების აღნაგობა დადგენილ იქნა კვლევის ფიზიკურ-ქიმიური მეთოდებით. დადგენილია, რომ რომ II და III ნივთიერება თრგუნავს ფიტოპათოგენური ბაქტერი-ების ზრდას. ნივთიერებები II და III ასევე აფერხებენ ზოგიერთი აქტინომიცეტის ზრდას [3,4]. ლიტერატურა: [1] N.I.Perevodchikova, N.P.Korman, M.B.Bichkov. Problems in Oncolojy. 21, N8, (2004), p.21. [2] I.A.Rapoport. Proceeding of the USSR Academy of Sciences (Russian). 146, N6, (1992), p.1418. [3] Z.Sh. Lomtatidze and K.A.Laperashvili. Gruz.Mikrobiol. Obshchestva. 2, 93 (1992). [4] D.S. Egorov. Handbook of Microbiology [in Russian], Izd. MGU, Moscow (1976), p.245.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com