ka | en
Company Slogan TODO

წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების სიხშირეების შეფასება მდინარე აჭარისწყლის მაგალითზე

ავტორი: გიორგი ბრეგვაძე
საკვანძო სიტყვები: წყალდიდობა, სიხშირეების შეფასება
ანოტაცია:

სტიქიურ მოვლენებს შორის თავისი სიხშირითა და ზარალით გამოირჩევა წყალდიდობები და წყალმოვარდნები. მსოფლიოში მომხდარი სტიქიური მოვლენების დიდი ნაწილი დაკავშირებულია წყალდიდობებთან და წყალმოვარდნებთან, რომლებიც საქართველოშიც ყველაზე ხშირია სხვა სტიქიურ მოვლენებთან შედარებით, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მოსალოდნელია ამ სტიქიური მოვლენების გახშირება და ინტენსიურობის ზრდა, რაც შეიმჩნევა ბოლო წლებში. წყალდიდობებსა და წყალმოვარდნებს ზემოქმედების ორი განსხვავებული სახე აქვს: - სხვადასხვა სახის საინჟინრო ნაგებობების (მაგალითად, კაშხალი, ხიდი, ნაპირდამცავი ნაგებობა და სხვ.) დაზიანება და ნგრევა; - მდინარის ნაპირიდან გადმოსვლა და ჭალების, დასახლებული პუნქტებისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვა. წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების რისკის ქვეშ იგულისხმება მათი წარმოქმნის ალბათობა და ზემოქმედება (ზარალი, უკუშედეგი) ბუნებრივ და სამეურნეო ობიექტებზე, ანუ წარმოქმნის რისკი და ზემოქმედების რისკი. წარმოქმნის რისკი შეიძლება შეფასდეს სიხშირული-ალბათობის ხერხებით, ხოლო ზემოქმედების რისკი – ზარალითა და უკუშედეგებით. სიხშირე არის დაკვირვებული მნიშვნელობები წარსულში, ალბათობა - შესაძლებლობა მომავალში. სიხშირე შედეგია იმისა, რაც უკვე მოხდა, ხოლო ალბათობა წინასწარმეტყველებაა იმისა, რაც უნდა მოხდეს. ზემოაღნიშნულის შესწავლა და ანალიზი განხორციელდა მდინარე აჭარისწყლის მაგალითზე.


მიმაგრებული ფაილები:

Flood and flashflood frequencies estimate on the river Adjaristskali [en]
წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების სიხშირეების შეფასება მდინარე აჭარისწყლის მაგალითზე [ka]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com