ავტორიზაცია
ჯავახეთის ზეგნის წყალ-ჭაობის ბოტანიკური მრავალფეროვნება (მცირე კავკასიონი)
ავტორი: შამილ შეთეკაურითანაავტორები: შამილ შეთეკაური, ნანა ბარნაველი
საკვანძო სიტყვები: ჯავახეთის ზეგანი, წყალ-ჭაობის მცენარეულობა, მცირე კავკასიონი
ანოტაცია:
წყალ-ჭაობის მცენარეთა თანასაზოგადოება ფართოდ არის გავრცელებული. ჯავახეთის ზეგანზე წარმოდგენილია დაახლოებით 60 დიდი და პატარა ტბა. ფლორისტულად ყველაზე მნიშვნელოვანია ტაბაწყურის, ფარავნის, საღამოს, მადატაფას, ბოღდაშენის, კარწახის ანუ ხოზაფინის ტბები ევრაზიული, დასავლეთ აზიურ-კავკასიური და ევროპულ-ხმელთაშუაზღვიური ისლის სახეობებით, როგორებიცაა: Carex juncella(განხილულია, როგორც რელიქტური სახეობა), C. wesicaria, C. distachia, C. oreophila, C. medwedewii, C. tristis, C. acutiformis, C. acuta, Calamagrostis canescens, C. neglecta, Sagittaria sagittifolia, Menianthes trifoliata, Utricularia vulgaris და ა.შ. აღსანიშნავია ბორეალური ფლორის ელემენტების არსებობა, რომლებმაც ამ არეალში შემოაღწიეს მეოთხეული გამყინვარების პერიოდში მცირე და შუა აზიის გავლით. ისლიან-მარმუჭიან საზოგადოებაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია მცენარეულობის ტიპი - ისლები (Carex acuta, C. disticha, C. vesicaria), რომელიც დეტალურადაა შესწავლილი ჯავახეთის ზეგანზე და წარმოადგენს ამ საზოგადოების ძირითად შემადგენელ კომპონენტს. მცენარეთა სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია: Ranunculus lingua, Poa palustris, Calamagrostis neglecta, C. arundinacea, Comarum palustre, Bistorta carnea, Eleocharis meridionalis, Rumex acetosa, Alisma plantago-aquatica, Utricularia vulgaris, Menianthes trifoliata, Potamogeton gramineus, Elatine alsinastrum, Lemna trisulca, Myriophyllym spicatum, Equisetum fluviatile და სხვ. ცნობილია, რომ ეს ფიზიოლოგიურად უნიკალური საზოგადოება ფორმირდება იმ ადგილებში სადაც წყლის დონე იცვლება სეზონურად.
მიმაგრებული ფაილები:
SHAMIL-SHETEKAURI-GEO.pdf [ka]SHAMIL-SHETEKAURI-ENG.pdf [en]