ka | en
Company Slogan TODO

დასახლებული პუნქტები ზღ. დონიდან 2000 მ სიმაღლეზე აბსტრაქტი

ავტორი: სალომე ტაბატაძე
საკვანძო სიტყვები: სოფლები, ტურისტული პოტენციალი
ანოტაცია:

საქართველო მთიანი რელიეფისთ მდიდარი ქვეყანაა, აქ მთებს 54% უჭირავს და ვრცელდება ზღვის დონიდან 5068 მეტრამდე. მთიანმა რელიეფმა და დიდ სივრცეზე სიმაღლეთა ცვალებადობამ განაპირობა დასახლებულ პუნქტთა ვერტიკალური ზონალობა. მთიან ზონაში სიმაღლის ზრდასთან ერთად ტერიტორიის დასახლებულობა სწრაფად მცირდება, რადგან ადამიანის სამეურნეო მოღვაწეობის პირობები უარესდება. ამ საერთო სურათიდან გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს სამხრეთული რაიონები, სადაც ქვაბულები და პლატოები, მიუხედავად მნიშვნელოვანი სიმაღლეებისა, ხელსაყრელია მჭიდრო დასახლებისთვის, თუმცა ეს გამონაკლისი არ ცვლის საერთო სურათს. დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობენ 19,3% უჭირავს. ასეთი დაახლოებით 60 სოფელია. ისინი ძირითადად გვხვდება ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბასა და სამსარის ქედის მიდამოებში, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, მესტიის მუნიციპალიტეტში და ყაზბეგის, ჯავის, ახმეტის, გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტში. ასევე ზღ. დონიდან 2000მ-ის ზემოთ არის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი ზედა თხილვანა. დღეს ამ სოფლების მოსახლეობის რაოდენობა შემცირებულია, ან სულაც გაუკაცრიელებულია. არადა თითოეულ მათგანს გააჩნია დიდი ტურისტული პოტენციალი. ყურადსაღებია ის სოფლები, რომლებიც არ შედიან დაცულ ტერიტორიებში. განსაკუთრებით ჯავახეთის ზეგნის სოფლები, რომელთა უმრავლესობაში ქართული მოსახლეობა თითქმის აღარ არის, არადა მათ დიდი ტურისტული პოტეციალი გააჩნია. მათგან აღსანიშნავია სოფელი ტაბაწყური, განძანი, გორელოვკა და სხვები. საჭიროა ამ სოფლების შესწავლა, ტურისტული მარშრუტების შედგენა, რადგან ამ სოფლების პოტენციალის ატვისება მოხდეს.


მიმაგრებული ფაილები:

დასახლებული პუნქტები ზღ. დონიდან 2000 მ სიმაღლეზე [ka]
Populated Places at 2,000 M Above Sea Level [en]

Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com