ka | en
Company Slogan TODO

პლასტიკურობის თეორია

ავტორი: მირანდა გაბელაია
ანოტაცია:

პლასტიკურობის შესწავლა დაიწყო XIX საუკუნის მეორე ნახევარში ა. სენ-ვენანის და მ. ლევის მიერ, რომლებთაც მიეკუთვნებათ პლასტიკურობის თეორიის ერთ-ერთი ვარიანტის შექმნა. 1909 წელს ა. ჰაარისა და ტ. ფონ კანმანის მიერ გამოქვეყნებული იყო ნაშრომი, რომელშიც იყო მცდელობა პლასტიკურობის თეორიის ძირითადი დამოკიდებულებების გამოყვანის, ვარიაციული პრინციპების გამოყენებით. პლასტიკურობის თეორიის განვითარებაზე, როგორც ახალ მიმართულებაზე დიდი გავლენა იქონია კარგად ჩამოყალიბებულმა თეორიამ გრუნტის წნევის შესახებ, რომელშიც დიდი წვლილი ჰქონდათ შეტანილი ლევის, სენ-ვენანს და ბუსინესკის. 1913 წელს რ. ფონ მიზესის სტატიაში სენ-ვენან-ლევის განტოლებათა სისტემას დამატებული ქონდა პლასტიკურობის თეორიის განსხვავებული პირობები (ასეთი ტიპის განტოლებები გამოქვეყნებული იყო გუბერომის მიერ ჯერ კიდევ 1904 წელს). მოგვიანებით ჰ. ჰენკიმ, ლ. პრანტლმა და ფონ მიზესმა მიიღეს ძირითადი დამოკიდებულებები პლასტიკურობის თეორიის სხვადასხვა ვარიანტებისათვის. ა. ილიუშინის მიერ დამუშავებული იქნა პლასტიკურობის ამოცანების ამოხსნის სქემები დრეკადობის თეორიის მეთოდების გამოყენებით. ამით მოხდა დრეკადობისა და პლასტიკურობის თეორიების დაახლოება. პლასტიკურობის და დრეკად-პლასტიკურობის თეორიასთან დაკავშირებით არსებობს ფართე სამეცნიერო ლიტერატურა, რომლის განხილვა არ წარმოადგენს მოხსენების მიზანს. მოხსენება ეძღვენება პლასტიკურობის თეორიის საფუძვლების მოკლე მიმოხილვას.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com