ავტორიზაცია
ენანტიომერული ნარევების დაყოფის ფიზიკურ-ქიმიური მექანიზმების კვლევა სითხურ ქრომატოგრაფიაში ახალი ტიპის პოლისაქარიდული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით
ავტორი: Lali Chankvetadzeთანაავტორები: ნ. თაყაიშვილი, ი. მათარაშვილი, ა. მსხილაძე, მ. ქარჩხაძე, ი. გიუაშვილი, გ. ჯიბუტი, ი. შვანგირაძე, მ. სილაგაძე, ნ. ოკუჯავა, ქ. ხარაიშვილი, ტ. ფარკაში, ბ. ჭანკვეტაძე
საკვანძო სიტყვები: სითხური ქრომატოგრაფია, ქირალური ანალიზი
ანოტაცია:
პროექტის ფარგლებში 2015 წლის განმავლობაში კვლევები მიმდინარეობდა სამი ძირითადი მიმართულებით: 1) ქირალური ბეტა-ბლოკატორების ენანტიომერების ელუირების რიგზე ქირალური სელექტორის და მოძრავი ფაზების ბუნების გავლენის შესწავლა; 2) სუსტი მჟავა ბუნების მქონე ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფა სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლარულ-ორგანული მოძრავი ფაზების გამოყენებით. 3) ფუძე ბუნების მქონე ქირალური აგროქიმიური საშუალებების ენანტიომერების დაყოფის შესწავლა სითხური ქრომატოგრაფიის მეთოდით. კვლევა ტარდებოდა ცელულოზას და ამილოზას საფუძველზე მომზადებული 6 ახალი ქირალური სტაციონარული ფაზის გამოყენებით. მოძრავ ფაზებად გამოყენებული იყო, როგორც სუფთა პოლარული ორგანული გამხსნელები, ასევე წყალხსნარები. შესრულებული სამუშაოს საფუძველზე გამოქვეყნდა 3 შრომა [1-3] იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალში და ერთი შრომა მზადდება გამოსაქვეყნებლად საერთაშორისო ჟურნალში. სამუშაოს შედეგები წარმოდგენილი იყო რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციაზე. საგრანტო პროექტის შესრულებაში ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყო ბაკალავრიატის 3 სტუდენტი. ლიტერატურა [1] Kh. Gogaladze, L. Chankvetadze, M. Tsintsadze, T. Farkas, B. Chankvetadze, Effect of Basic and Acidic Additives on the Separation of Some Basic Drug Enantiomers on Polysaccharide-Based Chiral Columns With Acetonitrile as Mobile Phase, Chirality, 27, 2015, 228-234. [2] I. Matarashvili1, L. Chankvetadze, T. Tsintsadze, T. Farkas, B. Chankvetadze, HPLC Separation of Enantiomers of Some Chiral Carboxylic Acid Derivatives Using Polysaccharide-Based Chiral Columns and Polar Organic Mobile Phases, Chromatographia, 78, 2015, 473-479. [3] I. Matarashvili, I. Shvangiradze, L. Chankvetadze, S. Sidamonidze, N. Takaishvili, T. Farkas, B. Chankvetadze, High-performance liquid chromatographic separation of stereoisomers of chiral triazole derivatives with polysaccharide-based chiral columns and polar organic mobile phases, Journal of Separation Science, 38(24), 2015, 4173-4179. *ამ პროექტების ნაწილობრივი დაფინანსება განხორციელდა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის N 31/90 (25 აპრილი, 2013 წელი-25 აპრილი, 2016 წელი) ფარგლებში.