ka | en
Company Slogan TODO

კახეთის რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები ლანდშაფტურ საფუძველზე

ავტორი: ნინო სამადაშვილი
საკვანძო სიტყვები: ეკოტურიზმი, ლანდშაფტური, მრავალფეროვნება, კახეთი
ანოტაცია:

ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და დინამიური დარგია, ის მსოფლიოს მრავალი განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების და მათ შორის ჩვენი ქვეყნის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ მხრივ გამორჩეულად მიმზიდველი რეგიონია კახეთი, რომელიც ამჟამად თავისი ტურისტული პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს იყენებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ეკოლოგიური სიტუაციის გაუარესება, რომელიც უარყოფითად აისახება ჩვენი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მასიური ტურიზმის განვითარებამ კი შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს არსებული მდგომარეობა, რადგანც ის რეგიონის ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაზე ორიენტირებული ინდუსტრიაა, მის თანამედროვე მდგრადი ალტერნატივისგან - ეკოტურიზმისგან განსხვავებით. ეკოტურიზმი დღეს უკვე მრავლ მიმდინარეობას მოიცავს, შესაბამისად მისი განვითარებისთვის საჭირო რესურსებიც ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა მთავარ მიმდინარეობად მაინც რჩება ბუნებრივ და ანთროპოგენულ ლანდშაფტებზე, ასევე მასში შემავალ კულტურულ-ისტორიულ ობიქტებზე დაკვირვება რეკრეაციის ან შემეცნება-განათლების მიზნით. აქედან გამომდინარე, რეგიონში ეკოლოგიური ტურიზმის განვითარებისთვის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს ლანდშაფტური და ბიომრავალფეროვნება. განსაკუთრებული როლი კი ენიჭება დაცული ტერიტორიების სიმრავლეს. ამ მხრივ კახეთის რეგიონი განსაკუთრებით გამორჩეულია და შესაბამისად უდიდესი პოტენციალი გააჩნია ეკოლოგიური ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებების განვითარებისთვის.



Web Development by WebDevelopmentQuote.com
Design downloaded from Free Templates - your source for free web templates
Supported by Hosting24.com