ავტორიზაცია
ეკრანირების პრობლემა გადაგვარებულ კვანტურ ფერმი სითხეში
ავტორი: დავით ბულისკერიათანაავტორები: ნოდარ ცინცაძე
საკვანძო სიტყვები: ფერმი-სითხე, კვანტური სითხე, ეკრანირება, ნაწილაკების ურთიერთქმედება, გადაგვარებული ფერმი-სითხე
ანოტაცია:
ეკრანირების პრობლემა ძველი დროიდან ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ვინაიდან მისი მეშვეობით ხასიათდება პლაზმა. ჩვენი ნაშრომის მიზანია გამოიკვლიოს ეკრანირების პრობლემა გადაგვარებულ კვანტურ ფერმი-სითხეში. ვიცით, რომ ფერმი-სითხე ბუნებაში არსებობს მხოლოდ დაბალ ტემპერატურაზე და მაღალი სიმკვრივეების გარემოში სადაც კვანტური ეფექტები უგულებელსაყოფი აღარაა. ბოლო წლებში გამოყვანილ იქნა ახალი კვანტური კინეტიკური განტოლება სადაც შედის სრულიად ახალი წევრი, რომელიც დაკავშირებულია ელექტრონების დიფრაქციასთან გარემოში. გვაინტერესებს ახალი წევრის იგივე დიფრაქცია როგორ გავლენას იქონიებს ისეთ კოლექტიურ პროცესზე როგორიცაა ეკრანირება, გაზრდის თუ შეამცირებს მას. ასევე საინტერესოა პოტენციური ენერგია რა სახეს მიიღებს ზემოხსენებული ეფექტის გათვალისწინებით. ვინაიდან ვიხილავთ ფერმი-სითხეს, დამატებით ეფექტი შემოდის ნაწილაკთა ურთიერთქმედებიდან. საინტერესოა დიფრაქციასთან ერთად ურთიეთქმედება ეკრანირების ზომებს როგორ შეცვლის და ზოგადად პოტენციალზე რა ზეგავლენას იქონიებს. ვიხილავთ როგორც მიზიდვის ასე განზიდვის ურთიერთქმედებას ნაწილაკთა შორის.