ავტორიზაცია
ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფა ულტრამაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით
ავტორი: ლია ბეჟიტაშვილითანაავტორები: ანა ბარდაველიძე, თეონა ორჯონიკიძე
საკვანძო სიტყვები: ზედაპირულად ფოროვანი, მეთანოლი, ტრანს-სტილბენის ოქსიდი, ვან-დეემტერის მრუდები, კორშელი
ანოტაცია:
ზედაპირულად ფოროვანი ადსორბენტები დიდი უპირატესობით გამოირჩევა სრულად ფოროვან სტრუქტურებთან შედარებით. ზედაპირულად ფოროვან სტაციონალურ ფაზებთან მუშაობისას შეიმჩნევა მაღალი თეორიული თეფშების რიცხვი, შესაბამისად მცირეა თეორიული თეფშების ექვივალენტური სიმაღლე, ეს გამოწვეულია ვან-დეემტერის განტოლებაში A, B და C კოეფიციენტების შემცირებით. დაყოფები უმეტესწილად ფუძისეულია და რაც კომერციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ანალიზები უმოკლეს დროში ტარდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზედაპირულად ფოროვანი სტაციონალური ფაზების გამოყენებისას, სვეტის ეფექტურობა უმნიშვნელოდ მცირდება მაღალი ნაკადის სიჩქარეებზე მუშაობისას. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რაც უფრო უმჯობესდება სტაციონალური ფაზის სტრუქტურა, პარალელურად უნდა გაუმჯობესდეს გამოყენებული ხელსაწყოც. კერძოდ, მაღალ სიჩქარეებზე მუშაობისას უნდა გამოვიყენოთ მაღალი სიხშირის დეტექტორები, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში იცვლება ქრომატოგრაფიული სურათი. დაბალ სიჩქარეებზე მუშაობისას კი დაბალი სიხშირის დეტექტორების გამოყენებაც შეიძლება, რადგან ქრომატოგრაფიული დაყოფის აღწერა სწორად ხდება.
მიმაგრებული ფაილები:
ქირალური ნივთიერებების ენანტიომერების დაყოფა ულტრამაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში ზედაპირულად ფოროვანი სილიკაგელის საფუძველზე მომზადებული ქირალური სტაციონალური ფაზების გამოყენებით [ka]